კანონმდებლობითაა დარეგულირებული იმ სპეციალური საპოლიციო საშუალებების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიცია აქციების დაშლის დროს იყენებს.
პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციის სპეციალურ საშუალებებს განეკუთვნება:
ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;
სპეციალური ხელკეტი;
ცრემლსადენი გაზი;
წიწაკის გაზი;
აკუსტიკური საშუალება;
არალეტალური იარაღი;
ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა.
დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება;
წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება;
10. ელექტროშოკური მოწყობილობა;
11. სხვა – სპეციალური საღებავი; სასამსახურო ძაღლი; სასამსახურო ცხენი; შესაბოჭი ბადე.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1006-შია ასახული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა საშუალებები არაეფექტიანი იქნება მიზნის მისაღწევად.
დღეისთვის, გარკვეულ სტანდარტს აყალიბებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც 2021 წლით თარიღდება. ეს ბრძანება საჯარო სივრცეში არ იძებნება. თუმცა მის შესახებ ინფორმაციაა გადმოცემული ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთ ანგარიშში.
პოლიციის მხრიდან გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ისაუბრა.

