კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს სახელწოდებით, „აგროეკოლოგიური, კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილია კვლევები, რომლებიც ეხება ზუსტ, ფაქტებზე დაფუძნებულ, კლიმატის ცვლილებისა და აგრო-სფეროს საკითხების მედიაგაშუქებას გავლენას ფერმერებზე, მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.
კონფერენციაზე წარმოდგენილია ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ინიციატივა, რომელშიც ქართველ ჟურნალისტებთან ერთად, სომეხი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
ღონისძების ორგანიატორთ განცხადებით, პროექტის მიზანია კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგრო-კომუნიკაციის, უნივერსიტეტებსა და რეგიონულ მედიას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერება. კონფერენცია მიზნად ისახავს: კლიმატის და აგრო-საკითხების გაშუქების საუკეთესო პრაქტიკებისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, განათლების, საზღვრისპირა თანამშრომლობისა და მედია-პარტნიორობების როლის ხაზგასმას კლიმატგამძლე განვითარების პროცესში; და კლიმატგონიერი კომუნიკაციის საკითხზე ხანგრძლივი რეგიონული კვლევისა და საგანმანათლებლო ქსელის საფუძვლის შექმნას.
„აქ შეკრებილი არიან ჟურნალისტები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც 10 წელზე მეტია სოფლის მეურნეობის საკითხებს აშუქებენ. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო აქტუალური გახდა. ქართველებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს, რომლეთა ყოველდღიური ცხოვრება სწორედ სოფლის მეურნეობასა და ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული, გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე უნდა ჰქონდეთ წვდომა. აუცილებელია, მათ გააცნონ კლიმატთან ადაპტაციის საკითხები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს ინიციატივა, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო. საჭიროა სწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, ფერმერებისთვის, რეგიონში მცხოვრებთათვის. ასევე, ქალაქის მოსახლეობისთვისაც, რადგან ისინი რეგიონებზე არიან დამოკიდებული, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, – ამბობს ALCP პროგრამის ხელმძღვანელი, ჰელენ ბრედბერი.
ღონისძება 10 დეკმებრს დაიწყო და 12 დეკემებრს დასრულდება.
