კატეგორიები

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე გაამკაცრა „შეკრება-მანიფესტაციებთან“ დაკავშირებული წესები

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე გაამკაცრა „შეკრება-მანიფესტაციებთან“ დაკავშირებული წესები

79 მომხრე, 9 წინააღმდეგი – „ქართულმა ოცნებამ“ მესამე და საბოლოო მოსმენით, დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი მმართველი პარტიის დეპუტატთა ინიციატივას „შეკრება-მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მორიგ ჯერზე გამკაცრების თაობაზე.

წინააღმდეგი მხოლოდ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები იყვნენ. პლენარულ სხდომაზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წევრმა სოფო ხორგუანმა განიხილა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა მიხედვითაც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადების პასუხად, მმართველი პარტიის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ თქვა:

„თუ კანონში ისევ მონახავთ გამოსავალს, რითაც რამდენიმე ათეული ადამიანი მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანის უფლებას დაარღვევს, პირობას გაძლევთ, პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ის ხვრელიც, რომელიც კანონში იპოვეთ, ამოვსებული იყოს – ჩვენ განვაგრძობთ ადამიანების უფლებების დაცვისთვის ბალანსის უზრუნველყოფას! მანიფესტაციების მონაწილეებს აქვთ აზრისა და პოზიციის გამოხატვის უფლება, მაგრამ ამავდროულად, სხვათა უფლებების შეზღუდვა დასაშვებია დროის მცირე ვადით…“

„ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების თანახმად, დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.

სამართალდარღვევის შემთხვევაში დემონსტრაციის მონაწილეს დაემუქრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორს – 20 დღემდე ვადით, განმეორების შემთხვევაში კი სამართალწარმოება სისხლის სამართლის წესით დაიწყება.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები