კატეგორიები

მთავრობის შეთავაზება ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს

მთავრობის შეთავაზება ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში ერთი მილიარდი ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება, თუმცა კონკრეტული დათქმით.

მისი თქმით, „კომპანიებს განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოსa და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც“.

ირაკლი კობახიძის თქმით, დათქმა ემსახურება „ერთდროულად ორ მიზანს“:

„ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და, მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად…“

პრემიერ-მინისტრმა ახსნა მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზიც და განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს, ენერგეტიკის სისტემის განვითარება წაახალისოს:

„ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. ჩვენი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები