კატეგორიები

„სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“ – სუს-ი ე. წ. კამიტის გამოყენებაზე

„სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“ – სუს-ი ე. წ. კამიტის გამოყენებაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების თანახმად, ამ სისხლის სამართლის საქმეზე 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და 93 მოწმე გამოიკითხა.

სუს-ის მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნივთიერება ,,ბრომობენზილ ციანიდი’’, იგივე ,,კამიტი’’საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. მათივე თქმით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, „მასების მართვისათვის“ გამოყენებული ნივთიერებებიდან „არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.“

უწყების თანახმად, „გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები“ იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფომაცია ე.წ. კამიტის მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ „სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა“ და რომ ეს „საქართველოს ინტერესების დაზიანებას“ ემსახურება.

ამით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამართალდამცველების მიერ ქიმიური იარაღის დემონსტრანების წინაარმდეგ გამოყენებასთან დაკავშირეთ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. ახლა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით გრძელდება. ეს კი „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.“

„როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში“, – წერია სუს-ის განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები