მთავარიმოგზაურობა5 000 000-ე მგზავრი თბილისის აეროპორტში

5 000 000-ე მგზავრი თბილისის აეროპორტში

წელს პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 მილონზე მეტ მგზავრს უმასპინძლა. 5 000 000-ე მგზავრი საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელიც თბილისიდან პარიზში გაფრინდა.

ამ მოვლენის აღსანიშნავად აეროპორტში ცერემონიაც გაიმართა და ტავ ჯორჯიამ მზგავრი სიმბოლურად დააჯილოვა.

“ტავ ჯორჯიაში” ამბობენ, რომ მგზავრთნაკადის მხრივ წელს რეკორდული მაჩვენებლებია როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

მათივე გათვლებით 2025 წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტები 6,6 მილიონი მგზავრით დახურავენ.

“წელს ტავ ჯორჯიას საქართველოში ოპერირების 20 წელი შეუსრულდა და შედარებისთვის გეტყვით, რომ ზუსტად 20 წლის წინ, როცა TAV Airports-მა საქართველოში საქმიანობა დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 540 000 იყო. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელიც. ჩვენი კომპანია, ამ 20 წლის განმავლობაში ჯამში უკვე მოემსახურა 50 მილიონზე მეტ მგზავრს თბილისსა და ბათუმში. დღეს, 20 წლის შემდეგ, ქვეყნის მთავარ საერთაშორისო კარიბჭეს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს. ვხედავთ რომ მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე მატულობს და ჩვენი კომპანია მზად არის დამატებითი ინვესტიციები ჩადოს ჩვენს მართვაში არსებული აეროპორტების განვითარებაში“. – აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend