კატეგორიები

მოგზაურობა ბერლინში

მოგზაურობა ბერლინში
ბერლინი ისტორიით, შემოქმედებითა და ენერგიით სავსე ქალაქია თავისი გრაფიტით მოხატული კედლებითა და კარგად გამწავანებული ქუჩებით, სადაც  არაფერი სჯობს ველოსიპედით სეირნობას. ევრონიუსის გადაცემა „დიდი მოგზაურის“ წამყვანი ლილი დაუსი ესტუმრა გერმანიის დედაქალაქს, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ რითი სუნთქავს ეს ქალაქი.

დღეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვიმოგზაურებთ. ქალაქი, რომელიც ოდესღაც კედლით იყო გაყოფილი, დღეს თავისუფალი ცხოვრებითა და შემოქმედებით ტკბება. ლილი, თავისი მოგზაურობა  ბრანდენბურგის კარიბჭესთან დაიწყო — ქალაქის გულში მდებარე ისტორიულ ძეგლთან. ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინისა და გერმანელი ერის სიმბოლოა. იგი 1791 წელს ააშენეს და ბერლინის ისტორიის მრავალი მნიშვნელოვანი მომენტის მომსწრეა. ლილი ადგილობრივ გიდთან ერთად გაემართა ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების სანახავად და მათი ამბების გასაგებად.

ალბათ ცოტა რამ შეასრულა ბერლინის ისტორიაში ისეთი მნიშვნელოვანი როლი, როგორიც ბერლინის კედელმა. ეს კედელი, რომელიც 1961 წელს ააშენს და 1989 წელს დაანგრიეს, მთლიანობაში 28 წელი ქალაქს ორად ჰყოფდა. დღეს მისგან დარჩენილი ნანგრევები გრაფიტის წარწერებითა და ქუჩის მხატვრობითაა დაფარული.

ბერლინის ქუჩის მხატვრობით შთაგონებულმა ლილიმ გადაწყვიტა გრაფიტით ხატვის გაკვეთილები აეღო და მეტი გაეგო ბერლინის ქუჩის მხატვრობის კულტურის შესახებ. ამ მიზნით იგი შეხვდა ჰენდრიკ აუფ დერ ჰაიდტს,  Urban Artists-ის დამფუძნებელს, რომელმაც ლილის ქუჩის მხატვრობასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევა მისცა.

 „ჩვენი მუშაობის ტექნიკა რამდენიმე ფენის დადებას გულისხმობს: ჯერ ათავსებ ყველა ელემენტს, შემდეგ კი ფართო სივრცეს აფერადებ. მესამე ეტაპზე შეგიძლია, რომ სიტყვას ან დეტალს კონტურები შემოავლო, ბოლოს კი ძალიან მცირე დეტალები დაამუშაო“.

დასავლეთ ბერლინში დგასბუტიკური სასტუმროს Wilmena Hotel-ის ისტორიული შენობა დგას, რომელიც  ადრე აქ ქალთა ციხე იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს კი პოლიტიკურ პატიმრებს ატუსაღებდნენ. ეს შენობა 100 წელზე მეტი ხნისაა და  მის ბუტიკურ სასტუმროდ გადაკეთებას 10 წელი დასჭირდა. თუმცა სასტუმროს ტერიტორიაზე  ციხისთვის დამახასიათებელი არაერთი დეტალია შემორჩენილი, მათ შორის — რკინის გისოსები, საკნის კარები და გრძელი დერეფნები.

საშა მოლერინგთან  Berlin on Bike-ის ინსტრუქტორთან ერთად, ლილი ველოსიპედით მივიდა „მაუერ პარკში“ (Mauer Park, რომელსაც საკმაოდ უცნაური ისტორია აქვს. ამის  შემდეგ ტურისტული მარშრუტი მივიდა ციონსკირხეს (Zionskirche) ქრისტიანულ ტაძართან, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ტავისი წვლილი შეიტანა ბერლინის კედლის დაშლაში.

 ბერლინში ჩასულ ტურისტებს ქალაქის დათვალიერება თავისუფლად შეუძლიათ როგორც ფეხით, ისე ნავითა და ველოსპიედით. ამისთვის ქალაქში შესანიშნავი ინფრასტრუქტურაა.

ავტორები: გრეგორი უორდი და ლილი დაუსი

დაკავშირებული ამბები
მოგზაურობა ბერლინში მოგზაურობა დუბროვნიკში: ლილის დიდებული ადრიატიკული თავგადასავალი