კატეგორიები

ჰელსინკის კომისია საქართველოში აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰელსინკის კომისია საქართველოში აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ში ორპარტიული ჰელსინკის კომისია საქართველოში გასულ წელს აქციებზე წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, აშშ-ის მთავრობასა და მათ მოკავშირეებს მოუწოდებს, მომხდარი გადაამოწმონ და დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი სანქციები დაუწესონ.

“ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწვრობები და ჯანმრთელობის გრძელვადიანი გართულებები დაუტოვა, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების კუთხით ნაკისრი იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება.”

“მსგავსი ქცევა „ქართულ ოცნებას“ რუსეთისა და ჩინეთის იმ კორუმპირებულ მმართველებთან ერთ რიგში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე იხევენ უკან,” – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობა ასევე მიმართავს კონგრესს, მიიღოს „MEGOBARI აქტი“ – ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მიანიჭებს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები