საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს, საქართველოში 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის თხოვნით მიმართა.
მიმართვის ადრესატები არიან: ფერნანდო არასი – ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორი, ვოლკერ თურქი – გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი.
Communication addressed to @OPCW Director-General Fernando Arias, UN High Commissioner for Human Rights @volker_turk, and @CommissionerHR regarding the investigation of the possible use of chemical agents during the November–December 2024 protests in Georgia. pic.twitter.com/e7HnCc7QOX
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 2, 2025
„აღნიშნული შეშფოთებების სიმძიმის გათვალისწინებით და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მანდატისა და ტექნიკური უფლებამოსილების სრული პატივისცემით, გთავაზობთ, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლესმა წარმომადგენლობამ განახორციელოს BBC-ისა და ადგილობრივი წყაროების მიერ წარმოდგენილი დასკვნების წინასწარი ტექნიკური შეფასება. განიხილოს ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესაძლებლობა საქართველოში იმის დასადგენად, გამოიყენეს თუ არა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის კონვენციით აკრძალული აგენტები და ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან, რათა უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის ოპერაციების დროს გამოყენებული ნივთიერებების შესახებ“, – წერია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის წერილში.


