მთავარიევროპათურქეთითურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა მიაღწია ისეთ ეტაპს, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას.

28 ნოემბერს შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, დარტყმის შედეგად, ორ ტანკერს გაუჩნდა ცეცხლი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებმა მედიას განუცხადეს, რომ ეს მათი სპეცოპერაცია იყო. უკრაინის უსაფრთხოების ძალების საზღვაო დრონებმა შავ ზღვაში ორ სანქცირებულ ნავთობტანკერს, კაიროსა და ვირატს, დაარტყეს.

ამასთანავე თურქეთის მთავარი საზღვაო სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შავ ზღვაში შეუტიეს ტანკერ მიდვოლგა2-ს, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირას ზეთი მიჰქონდა.

„როგორც ჩანს, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა იმ ეტაპს მიაღწია, სადაც ის აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას. ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში კომერციული გემების მიზანში ამოღება საგანგაშო ესკალაციის ნიშანია.

ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ იმ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის, სიცოცხლისა და გარემოს უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში. ჩვენ ასეთ სიტუაციებთან დაკავშირებით ყველა მხარეს აუცილებელ გაფრთხილებას ვაძლევთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend