მთავარისაქართველოთბილისსა და სხვა ქალაქებში დაბინძურებული ჰაერი იწმინდება

თბილისსა და სხვა ქალაქებში დაბინძურებული ჰაერი იწმინდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია გამოვლინდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა.

მათივე ცნობით, პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გამოვლინდა ნალექი წვიმის სახით. წვიმასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, იყო დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრებისა და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს კი გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს. მათივე ცნობით, უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ვლინდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების – წვიმის, თოვლისა და ქარის – განვითარებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend