მთავარისაქართველოპროტესტის ერთი წელი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება

პროტესტის ერთი წელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პროტესტის ერთწლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ გამოხატული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი – 2024 წლის ბოლო 1 თვეში.

დოკუმენტში მიმოხილულია, ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათი დაკავებისა და დაჯარიმების ფაქტები. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში, საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა.

განცხადებაში  წერია, რომ  მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა დღემდე გამოძიებული არ არის და არც დამნაშავე პირები არიან პასუხისგებაში მიცემულნი. ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი დანაშაულისადმი სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან აშკარა გულგრილობა, ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დანაშაულის პრევენცია, ჯეროვანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესში არ არის და ეს კანონგარეშე ქმედებები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებული იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend