მთავარიევროპაუნგრეთივიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პარასკევს, 28 ნოემბერს, მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ვიზიტი ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ინფორმაცია უნგრეთის სამთავრობო წყაროებმა გაავრცელეს.

შეხვედრის დღის წესრიგი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ორბანი ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრებს. ორბანი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგაც ინარჩუნებს მჭიდრო კონტაქტს პუტინთან და ისინი ერთმანეთს ამ დროის განმავლობაში არაერთხელ შეხვედრილან.

ამასთან, ვიქტორ ორბანი საჯაროდ მოუწოდებს ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს აშშ-ის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს. მისივე თქმით, ევროპელები ომის გაგრძელებას ამჯობინებენ, ხოლო თავად მხარს უჭერს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და დიალოგს.

აღსანიშნავია, რომ ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებით, უნგრეთი კვლავ რუსული ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მომხმარებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend