მთავარიაზიატაივანიტაივანი შეიარაღების შესასყიდად 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სპეციალურ ბიუჯეტს დაამტკიცებს

ტაივანი შეიარაღების შესასყიდად 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სპეციალურ ბიუჯეტს დაამტკიცებს

ტაივანში, სამხედრო შესაძლებლობების შესყიდვის მიზნით, მომდევნო რვა წლის განმვალობაში 40 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგტემ ისაუბრა. თანხმები მოხმარდება სხვადასხვა საჰაერო თავდაცვითი სისტემის განვითარებასა და შესყიდვას. ტაივანის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობის გამწვავებაზეც.

ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგტემ 26 ნოემბერს განაცხადა, რომ  შეიარაღების შესასყიდად დაამტკიცებს 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სპეციალურ ბიუჯეტს, რომელიც მოიცავს მაღალი დონის აღმოჩენისა და ჩამოგდების შესაძლებლობების მქონე საჰაერო თავდაცვის სისტემის „ტაივანის გუმბათის“  შექმნას.

ბიუჯეტი რვა წელზე – 2026 წლიდან 2033 წლამდეა  გათვლილი. ტაივანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მშპ-ის 5% მოხმარდება თავდაცვას, რათა თავიდან იქნებს აცილებული ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეები.

როგორც ცნობილია, ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიოტორიად მიიჩნევს და ზეწოლის გასაძლიერებლად სამხედრო წვრთნების ფარგლებში ყოველდღიურად  აგზავნის კუნძულისკენ სამხედრო გემებს, თვითფრინავებსა და დრონებს.

ტაივანის პრეზიდენტის თქმით,  რადგან ჩინეთი ცდილობს მათი ერთიანობის შესუსტებას,  მისი მთავრობა ყურადღებას გაამახვილებს პეკინის „ფსიქოლოგიური ომის“ წინააღმდეგ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. მისი თქმით,  მთავრობა გააკონტროლებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებისა თუ სხვა ღონისძიებებისას ჩინეთის ქმედების შესახებ.

ლაიმ ასევე ისაუბრა ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობის გამწვავებაზე. ქვეყნებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ  ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ იაპონიამ შესაძლოა საკუთარი თავდაცვის ძალებით უპასუხოს, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება.

განცხადებას ჩინელი დიპლომატებისგან  მუქარის შემცველი პასუხი მოჰყვა.

ვითარება უკიდურესად რთულია:  ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთმანეთს დაუპირისპირდა. იაპონიამ ჩინეთში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, ჩინეთმა კი  თავის მოქალაქეებს ურჩია, იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend