მთავარიფოკუსიიაპონია უკრაინას ტერიტორიების განნაღმვის საუკეთესო ექსპერტული ცოდნის მიღებაში ეხმარება

იაპონია უკრაინას ტერიტორიების განნაღმვის საუკეთესო ექსპერტული ცოდნის მიღებაში ეხმარება

იაპონიის ძალისხმევით მსოფლიო დონის  ექსპერტები უკრაინას ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვალის წაშლაში ეხმარებიან, რაც უზარმაზარი ტერიტორიების  განნაღმვას გულისხმობს.

თითქმის ოთხწლიანი ომის შემდეგ უკრაინა  ნაღმებით ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნად იქცა მსოფლიოში, სადაც ტერიტორიის თითქმის მეოთხედზე მილიონობით ნაღმი  და აუფეთქებელი იარაღია მიმოფანტული. ეს თვალით შეუმჩნეველი საფრთხე უამრავ სიცოცხლეს იწირავს – უკვე 900-ზე მეტი სამოქალაქო პირია გარდაცვლილი თუ დაჭრილი.

იაპონიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ტოკიოში უმასპინძლა უკრაინის ყოველწლიურ  „ნაღმის განეიტრალების კონფერენციას“, რომელიც იყო საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის შესაძლებლობა – როგორც ტექნიკურის, ისე ფინანსურისა და ჰუმანიტარულის –  რათა დაჩქარდეს უკრაინაში განნაღმვითი სამუშაოები.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოტეგი ტოშიმიცუმ წარმოადგინა ახალი პაკეტი – უკრაინის განაღმვაზე მიმართული სამოქმედო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ადამიანური რესურსებისა და ტექნოლოგიების გაძლიერებას, განნაღმვითი სამუშაოების ჩართვას უკრაინის აღდგენის ფართო გეგმაში.

იაპონურმა საინჟინრო საწარმომ Nikken Corporation-მა უკრაინას  12 გამნაღმველი მანქანა გადასცა, ხოლო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს კოორდინაციის მეშვეობით კამბოჯაში განნაღმვის ცენტრისა და Nikken-ის ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან ჩასულ სტაჟიორებს. პროთეზების მწარმოებელი იაპონური კომპანია Obara Kogyo სპეციალურად უკრაინელ დაზარალებულებზე მორგებულ პროთეზების შექმნაზე მუშაობს, ხოლო დრონების მწარმოებელი კომპანია Prodrone-ი ხელოვნური ინეტელექტით აღჭურვილ ნაღმის დეტექტორ დრონებზე ცდებს აწარმოებს.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend