მთავარისაქართველოსაქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ვატიკანში დასრულდა

საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ვატიკანში დასრულდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რომში, სადაც ის რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მას რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, ვატიკანში მისი პირველი ვიზიტი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას. მთავრობის პრესსამსახური ასევე წერს, რომ ირაკლი კობახიძემ რომის პაპი საქართველოში მოიწვია.

„რომის პაპთან გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც რომის პაპს მადლობა გადავუხადე. მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვატიკანის მხრიდან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი გავუსვით.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნისა და თანამედროვე სამყაროს წინაშე, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანული ღირებულებებისთვის ბრძოლას. რა ბრძოლას გადის ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანულ, ტრადიციულ ღირებულებებს, ამაზეც გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომის პაპთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend