მთავარისაქართველო„მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს 3%-თან მიახლოებას” - ნათია თურნავა

„მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს 3%-თან მიახლოებას” – ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკი ინფლაციის მაჩვენებლების ნორმალიზებას ელოდება, რადგან მომავალი წლიდან მაკროეკონომიკური პროგნოზები დამაიმედებელია. მისივე თქმით, 2026 წლიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს უნდა დაუბრუნდეს.

ეს განცხადება ნათია თურნავამ გააკეთა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან დეპუტატებს 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა.

„მიზნობრივ, 3-პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო სურსათის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომი, რომლებიც კარგად ასახავენ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება.

გამომდინარე იქიდან, რომ წინა ორი წელი ინფლაციის დონე იყო 3-ჯერ ნაკლები ვიდრე მიზნობრივი 3%, ანუ 1.1%-ის დონეზე იყო, წელს თუნდაც ამ დაბალი ბაზის გამო ინფლაცია გადასცდა 3%-იან ნიშნულს. ამას დაემატა რამდენიმე გარე ფაქტორი, მაგალითად, საგარეო ბაზრებზე სხვადასხვა სასაქონლო კატეგორიის გაძვირება, მაგრამ ესაა ერთჯერადი ფაქტორები, რომელთა მილევაც უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.

ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა განაახლა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ჩვენი სცენარის მიხედვით, ველოდებით ინფლაციის ნორმალიზებას, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყებს 3%-თან მიახლოებას, წელს კი საშუალოდ 4.0 პროცენტი იქნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend