მთავარისაქართველოქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი – თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები – ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვნენ. ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებასა და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend