კატეგორიები

„ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

„ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
„ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია” – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით 200-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. მათივე ინფორმაციით სამუშაოებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი. ადგილზე საგანგებო შტაბია მოწყობილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას განიხილავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე
სხვა ამბები