აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – „V is for Vino“ (ვის ფორ ვინო) ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. მისი ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია და ის შოუს ყველა პლატფორმასა და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდა.
სიუჟეტში, ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასა და საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის შესახებაა მოთხრობილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აშშ-ი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს 2013 წლიდან ახორციელებს
