კატეგორიები

„2025 წელს საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში პირველად სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება”- გივი მიქანაძე

„2025 წელს საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში პირველად სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება”- გივი მიქანაძე
2025 წელს ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს, 24 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება. მინისტრის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე. გივი მიქანაძემ ასევე თქვა, რომ გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. მანვე განაცხადა, რომ სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისთვის.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები