კატეგორიები

„რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური მაუწყებლობას წყვეტს

„რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური მაუწყებლობას წყვეტს

მაუწყებლობის განახლებიდან დაახლოებით ხუთი წლის თავზე „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური ისევ აჩერებს მუშაობას. მედიასაშუალების უნგრული სამსახურის მასალები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი ინტერნეტში.

მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გუნდი „თავდადებით მუშაობდა უნგრეთში აუდიტორიის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკით უზრუნველსაყოფად“.

დამოუკიდებელმა სამთავრობო უწყებამ, ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ვაშინგტონის მიერ დაფინანსებულ მაუწყებლებს, მათ შორის „რადიო თავისუფლებასაც“, კონგრესს 5 ნოემბერს შეატყობინა, რომ აპირებდა მედიასაშუალების უნგრული სამსახურის დახურვას.

„რადიო თავისუფლების“ ბუდაპეშტის წარმომადგენლობამ მაუწყებლობა 27-წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს, აშშ-ის კონგრესის ეგიდით განაახლა.

დაკავშირებული ამბები
ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ სესხის გამოყოფას ბლოკავს ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ
სხვა ამბები