მთავარისაქართველოსასამართლომ აქტივისტი გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ აქტივისტი გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ, გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და პატიმრობაში დატოვა აქტივისტი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია.

ბრალდების მხარის მტკიცებით, გელა ხასაიას მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

პროკურორის ამ პოზიციას არ ეთანხმება გელა ხასაიას ადვოკატი ომარ ფურცელაძე, ვისი თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, გამოძიება პირველ სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ედავება, სამართალდამცველებმა კი გელა ხასაია თითქმის ერთი თვის შემდეგ, 29 სექტემბერს დააკავეს.

სამოქალაქო აქტივისტს ბრალი აქვს წარდგენილი სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, რა დროსაც, გამოძიების ვერსიით, მან სხვა პირს მიაყენა დაზიანება.

1-ელ ოქტომბერს გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ისჯება პატიმრობით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend