მთავარისაქართველოგრძელდება შსს-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა

გრძელდება შსს-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი.

უწყების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, იცვლება აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური მოწყობილობისა და ე.წ. „წიწაკის სპრეის“ შეძენა-მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ასევე, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ამ საშუალებებისა თუ მოწყობილობების შეძენა დაუშვებელი იქნება 18 წლამდე პირთათვის.

საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების ასახსნელად საკომიტეტო სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ელექტროშოკური იარაღითა და გაზის აეროზოლით მივიდა.

„გაზის აეროზოლური მოწყობილობის (ე.წ. „წიწაკის სპრეის“) იმპორტი ნებართვას დაექვემდებარება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე…

აკუსტიკური იარაღი დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი – ფუჭი ვაზნის სასროლად და თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციასა და სპორტულ ღონისძიებაში გამოიყენება. მისი საქართველოში შემოტანა ნებართვას დაექვემდებარება. მოქალაქის მიერ აკუსტიკური იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე…“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend