მთავარისაქართველოგაეროს სპეციალური მომხსენებელი ხელისუფლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ავრცელებს

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ხელისუფლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებას ავრცელებს

უფლებადამცველთა საკითხებში, გაეროს სპეციალური მომხსენებლის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ უპასუხია მის კითხვებზე, უფლებადამცველების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების შესახებ.

მერი ლოულორმა გამოაქვეყნა კონფიდენციალური შეტყობინება, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებას პასუხის გასაცემად განსაზღვრული 60-დღიანი ვადა ამოეწურა. საქართველოს მთავრობას ეს შეტყობინება 2025 წლის 24 ივლისს გაეგზავნა.

უფლებადამცველთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვებგვერდზე საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, საქართველოში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ასევე ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას საქმე – საუბარია საქმეზე, რომლითაც მას სასამართლო ედავებოდა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული პოსტებით „ქართული ოცნების“ წევრების შეურაცხყოფა.

ამავე ვებგვერდზე წერია, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხებში სპეციალური მომხსენებელი, ირენე ხანი და მშვიდობიანი შეკრების უფლების საკითხებში სპეციალური მომხსენებელი, ჯინა რომერო ერთობლივ წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend