„წმინდა ეჩმიაძინის სამოციქულო ეკლესიის გათავისუფლების პროცესი დაიწყო, გრძელდება და აუცილებლად მიაღწევს საბოლოო მიზანს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მან თქვა, რომ ეჩმიაძინის ცენტრალურ მოედანზე სულიერი შეკრების იდეა კვლავ დღის წესრიგში რჩება. „ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა და დაამატა ისიც, რომ ამგვარი იდეები საზოგადოებასთან დიალოგსაც გულისხმობს. სომხეთის პრემიერის განმარტებით, არჩევნებში მისი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ გამარჯვებამ პროცესი კიდევ უფრო გააძლიერა.
ნიკოლ ფაშინიანსა და კათალიკოს გარეგინ II-ს შორის ურთიერთობა უკვე წლებია დაძაბულია. ნიკოლ ფაშინიანი გარეგინ II-ს თანამდებობის არალეგიტიმურად დაკავებაში ადანაშაულებს და მის გადადგომასაც მოითხოვს. 2025 წლის ზაფხულში დაპირისპირება კიდევ ერთხელ გამწვავდა. ბოლო თვეებში პრემიერის განცხადებებს სასულიერო პირების მხრიდანაც მოჰყვა პასუხი – მათ ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულეს. ფაშნიანიანი ამ ბრალდებებს უარყოფს – აცხადებს, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთგულია და რომ იგი ეკლესიის „კორუფციისა და არალეგიტიმურობისგან“ გათავისუფლებას ცდილობს.


