პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირდა. რეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს პოლიტიკურმა სუბიექტმა 10 თვის წინ მიმართა.
პარტიაში ამბობდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო უწყებამ მათ „არაერთი ხელოვნური დაბრკოლება შეუქმნა“.
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ლევან ცუცქირიძემ, თანამოაზრეებთან ერთად 2024 წლის პირველ ივლისს დააფუძნა და მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ.
გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურმა მოძრაობამ მონაწილეობა მიიღო „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის შემადგენლობაში, „ლელოს“, „მოქალაქეებისა“ და ანა დოლიძის „ხალხისთვის“ პარტიებთან ერთად.
მიმდინარე წლის მარტში „თავისუფლების მოედანმა“ კოალიცია დატოვა. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს და დღემდე რჩებიან პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში.


