მთავარისაქართველოსომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოშია

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოშია

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

„მაკა ბოჭორიშვილმა ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ნაყოფიერი ვიზიტის განხორციელება უსურვა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობაში ვკითხულობთ იმასაც, რომ სომეხ კოლეგას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს და ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსაც შეხვდება.

საგარეო უწყების თანახმად, სომხეთის პრეზიდენტის გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend