მთავარისაქართველობუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს.

ბრალდების მხარე მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

ამავე საქმეზე გამართლდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც პროკურატურას სხვადასხვა საქმეზე ძებნილად ჰყავს გამოცხადებული. ადვოკატის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს, პოლიციის მიერ გასროლილი ტყვიით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის თანხმლებ პირებთან ერთად სამართალდამცველებმა გააჩერეს და ავტომობილის ჩხრეკა დაიწყეს. წინა ხელისუფლების პირობებში, გახმაურებული საქმის განხილვა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ხელახლა გამოძიება 2013 წელს დაიწყო და გაფართოვდა ბრალდებულთა წრეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend