2026 წლის 1 იანვრიდან, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე გაიზრდება.
„ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით, ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე აქციზი არ უნდა იყოს იმპორტირებულ ნაწარმზე დაწესებული აქციზის იდენტური. ახალი კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, თამბაქოს ადგილობრივი ნაწარმის აქციზი კოლოფზე 1 ლარით და 30 თეთრით განისაზღვრება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ძირითადად იმპორტირებული თამბაქოს ბრენდებს მოიხმარენ, სიგარეტის საშუალო ფასი 2026 წლიდან გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში საქართველოში 281 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა, აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18.1 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო.
უწყების ცნობით, მთლიანობაში 2024 წელს მთავრობამ ადგილობრივი სიგარეტის აქციზიდან 63 მილიონი ლარი, იმპორტული სიგარეტის აქციზიდან კი მილიარდ 150 მილიონი ლარი მიიღო.
