მთავარისაქართველოსაიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. დოკუმენტი ეხება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს.

საიას ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ახალი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მუხლი 13) კონვენციის მე-5 მუხლთან ერთობლიობაში”.

სტრასბურგის სასამართლოში სწრაფ ვადაში უკვე მიმდინარეობს ჟურნალისტის პირველი საჩივრის განხილვა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლების განცხადებით, მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლოში სხვა საჩივრები ეტაპობრივად კიდევ გაიგზავნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend