17-18 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.
იგი შეხვდება ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს, ქნესეთის სპიკერ ამირ ოხანას, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირისა და სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრ ავი დიხტერს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვევა და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილე III-ს შეხვდება. ასევე მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს „იად ვაშემი” გვირგვინით შეამკობს.
