შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის თანახმად, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების გაყიდვის, ფლობისა და გამოყენების წესები შეიცვლება.
ცვლილებების თანახმად თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში გამოსაყენებელი ხმოვანი, აკუსტიკური იარაღის საქართველოში შემოტანა ნებართვას დაექვემდებარება.
გაზის აეროზოლური მოწყობილობის, მათ შორის წიწაკის სპრეის იმპორტი ნებართვას დაექვემდებარება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის. გარდა ამისა, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის მკაცრად აიკრძალება ელექტროშოკური მოწყობილობის ფლობა და გამოყენება.
