კატეგორიები

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თბილისშია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თბილისშია

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი საქართველოში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროში იგი უწყების მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

სამინისტროს განცხადებით, დიპლომატებს შორის შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგილია არარატ მირზოიანის შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან, ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები