მთავარისაქართველოსაქართველო-სომხეთის ურთიერთობები თბილისში განიხილეს

საქართველო-სომხეთის ურთიერთობები თბილისში განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სომხეთი საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის არის.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend