მთავარისაქართველოეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს

ეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს

ეუთო/ოდირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ეუთო/ოდირი განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის ინიციატივები მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს ზღუდავს. ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ დემონსტრაციებში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება შემაშფოთებელია.

„ისინი აწესებენ გაცილებით მკაცრ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელებს. გამორიცხავენ ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატიული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას. აწესებენ უფრო ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პატიმრობას, როგორც ნაგულისხმევ სასჯელს გარკვეული ქმედებებისთვის, რომლებიც განისაზღვრება, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევები… ეს კიდევ უფრო აძლიერებს 2025 წლის თებერვალსა და 2024 წლის დეკემბერში მიღებული შეზღუდვების ნეგატიურ გავლენას. აღნიშნული ცვლილებები 2025 წლის მარტში გამოქვეყნებულ დასკვნით ODIHR-მა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში გადაჭარბებულ ჩარევად მიიჩნია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციული პატიმრობის მკაცრ პირობებს მაქსიმუმ 60 დღემდე, როგორც ერთადერთ სასჯელს შეკრებასთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულისთვის, რაც ოდირის შეფასებით, „გამორიცხავს სასამართლოს დისკრეციას უფრო მსუბუქი სანქციების დაკისრების შესახებ, როგორებიცაა პროპორციული ხასიათის ჯარიმა ან გაფრთხილება“.

„ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მოითხოვს, რომ სახდელი იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend