კატეგორიები

ძველი ხიდი

ძველი ხიდი

ე.წ. „გადასასვლელი ხიდი“, რომელიც სადგურის მოედანსა და დადიანის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს, უკვე მრავალი წელია, პატარა ბაზრობის ფუნქციასაც ითავსებს.

შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ამ საფეხმავლო ხიდს 2003 წელს სახელი შეუცვალეს და 1992-93 წლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად „მამულიშვილთა ხიდი“ უწოდეს.

1930-1940-იან წლებში აშენებული საფეხმავლო ხიდი ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაშია. სპეციალისტების შეფასებით, კონსტრუქცია იმდენად დაზიანებულია, რომ დემონტაჟს საჭიროებს.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები