მთავარიამერიკავენესუელავენესუელამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ვენესუელამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

11 ნოემბერს ვენესუელამ  ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნების მიზანია საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა უცხო ქვეყნების  აგრესიისგან.

სამხედრო მანევრები შეერთებულ შტატებთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ტარდება. ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის მახლობლად, კარიბის ზღვის წყლებში სამხედრო გემების გაგზავნის ბრძანება გასცა.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პაუზა არ ყოფილა და არც იქნება. ჩვენ მონდომებით გავაგრძელებთ მომზადებას ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველა კუთხით, მიუხედავად საფრთხისა, მისი ინტენსივობისა, პროპორციისა და ა.შ. ამ მიზნით ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს”, – განაცხადა ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა პადრინო ლოპესმა.

კვირის დასაწყისში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ ნავებზე მორიგი თავდასხმის შედეგად აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით,  ამ ოპერაციის ფარგლებში თავდასხმების საერთო რაოდენობა 19-ამდე გაიზარდა. 75 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ სამხრეთ ამერიკის წყლებში – მათ შორის წყნარ ოკეანეში – ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაცია დაიწყო.  სხვადასხვა სექტორი მიიჩნევს, რომ ეს ოპერაცია ვენესუელის პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთგვარი ზეწოლაა.

ბოლო ცნობებით, სამხედრო წვრთნებში, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება, მონაწილეობს ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის ათიათასობით წარმომადგენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend