მთავარიამერიკაკანადაკანადაში G7-ის მინისტერიალი მიმდინარეობს

კანადაში G7-ის მინისტერიალი მიმდინარეობს

კანადა დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს მასპინძლობს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის ხარჯებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ არსებული დაძაბულობის ფონზე, დიდი შვიდეულის მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარი კომპონენტია გლობალური მშვიდობა და სტაბილურობა.

მინისტერიალში მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. სამხრეთ ონტარიოში ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასიც.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მინისტერიალში მონაწილეობენ ავსტრალიის, ბრაზილიის, ინდოეთის, საუდის არაბეთის, მექსიკის, სამხრეთ კორეის, სამხრეთ აფრიკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

როგორც მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა, დაგეგმილია დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ანდრიი სიბიჰასთან. მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ კოლექტიურ მხარდაჭერას უკრაინისადმი რუსული აგრესიის პირობებში.

„შემდეგი 24 საათი ძალიან დატვირთული იქნება. დღეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვახშამზე დღის წესრიგის მთავარი საკითხები გლობალური მშვიდობა და სტაბილურობაა. კონსტრუქციული მსჯელობა გვექნება კრიტიკულ პრიორიტეტებზე – მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებაზე, ასევე უსაფრთხოების მხარდაჭერასა და კეთილდღეობაზე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და ჰაიტისა და სუდანში მიმდინარე გადაუდებელ კრიზისებზე. ხვალ კი შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის პირობებში.

შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პარტნიორი, რათა განვიხილოთ კრიტიკული მინერალების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის საკითხები. გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად გლობალური თანამშრომლობაა საჭირო. გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, სცდება დიდი შვიდეულისა და ჩვენს საზღვრებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მაგიდასთან ბევრი ქვეყანა იყოს”, – განაცხადა ანიტა ანანდმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend