კატეგორიები

ტრამპის აზრით, კანადის ევროკავშირთან დაახლოება, შესაძლოა, „მტრულ აქტად“ ჩაითვალოს

ტრამპის აზრით, კანადის ევროკავშირთან დაახლოება, შესაძლოა, „მტრულ აქტად“ ჩაითვალოს
Copyright Alex Brandon/Copyright 2026 The AP

ევროკომისიის პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ, დონალდ ტრამპი ევროკავშირს მასშტაბური ტარიფების დაწესებით დაემუქრა, კანადის ევროგაერთიანებასთან დაახლოების გეგმას კი ვაშინგტონისთვის „მტრული ნაბიჯი“ უწოდა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მისთვის უცნობია, ოტავასა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა დასძინა, რომ თუკი მხარეებს შორის პოტენციური გარიგება საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ინტერესებს, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება, რაც ტრამპის სიტყვებითვე, ევროპასთან ცალკეულ სფეროებში ვაჭრობის სრულად გაწყვეტასაც ითვალისწინებს.

შტატების პრეზიდენტმა კანადის ევროკავშირის ასოცირებული წევრობის პერსპექტივას „სასაცილო და აბსურდული“ უწოდა და ჩრდილოელი მეზობელი „საშინელ სავაჭრო პარტნიორად“ მოიხსენია.

„თუ ისინი ასე მოიქცევიან, ამას მტრულ აქტად ჩავთვლი, დავაწესებ ძალიან სერიოზულ ტარიფებს და შევწყვეტ ევროპასთან ვაჭრობას ბევრ საქონელზე. მხოლოდ თუკი ევროპა ასე მოიქცევა, თავისი სულელური ზრახვებით. თუკი კეთილი ზრახვებია - ეს ნორმალურია, თუკი სულელური - ძალიან მძიმე ტარიფებს დავუწესებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ და მის მიერ არაერთხელ გაჟღერებულმა განცხადებებმა კანადის 51-ე შტატად მიერთების შესახებ, მნიშვნელოვნად გააუარესა ურთიერთობები აშშ--ის ჩრდილოელ მეზობელ სახელმწიფოსთან.

კანადა არც მალავს, რომ ცდილობს, შეამციროს ვაშინგტონზე დამოკიდებულება, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მიმართულებებით, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერას ნამდვილად არ იწვევს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ოტავას ნაბიჯები ამერიკული საქონელის მიმართ არის დისკრიმინაციული და რომ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაქცია.

დაკავშირებული ამბები
ტრამპის აზრით, კანადის ევროკავშირთან დაახლოება, შესაძლოა, „მტრულ აქტად“ ჩაითვალოს 9/11 ტერაქტების სერიიდან 25 წელი გავიდა