მთავარისაქართველოსახალხო დამცველმა მეგობრის სტატუსით საქალაქო სასამართლოს მიმართა

სახალხო დამცველმა მეგობრის სტატუსით საქალაქო სასამართლოს მიმართა

7 ნოემბერს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. დოკუმენტი ეხება შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვასთან დაკავშირებულ საქმეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში სასამართლოში ხშირად განიხილება.

სახალხო დამცველის აზრით, ეს აკრძალვა წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან.

მოსაზრებაში მითითებულია, რომ პირის დასჯა მხოლოდ იმის გამო, რომ მან მშვიდობიან აქციაზე სახე დაფარა, დაუშვებელია თუ დემონსტრანტები საკუთარ ვინაობას არ ფარავენ, თუ არ ცდილობენ ძალადობას ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

სახალხო დამცველი ასევე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო ანგარიშში გააკრიტიკა შეკრების მონაწილეთათვის სახის დაფარვის სრული აკრძალვა და მოითხოვა მისი გაუქმება. ამის მიუხედავად, დროის განმავლობაში ეს აკრძალვა კიდევ უფრო გამკაცრდა და დღეს იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც არის დაწესებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend