მთავარისაქართველოინდიგო: „ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენ მიმართაც დაიწყო საქმის წარმოება"

ინდიგო: „ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენ მიმართაც დაიწყო საქმის წარმოება”

ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მედიასაშუალებების შემდეგ „ინდიგოს“ მიმართაც დაიწყო საქმის წარმოება. ამის შესახებ გამოცემა ინფორმაციას თავად ავრცელებს.

„ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა – თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას.

ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს“, – წერს გამოცემა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

2025 წლის დასაწყისში რამდენიმე მედიაორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღო წერილები, რომლითაც უწყება მოითხოვდა, ორგანიზაციებს საგრანტო ხელშეკრულების შესახებ მონაცემები წარმოედგინათ. ამის გამო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ „განგაშის სიგნალიც“ ჩართო.

„გრანტების კანონში“ცვლილებები 2025 წლის აპრილში შევიდა და აიკრძალა უცხოეთიდან, მათ შორის ევროკავშირისგან ან ბლოკის წევრი სახელმწიფოებისგან გრანტის მიღება მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend