კატეგორიები

ავიაკატასტროფას დაღესტანში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას დაღესტანში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაღესტანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

კა-226-ის ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც კიზლიარის ელექტრომექანიკური ქარხნის მუშები გადაჰყავდა, კასპიის ზღვის სანაპიროზე შენობას შეეჯახა. უბედური შემთხვევის ამსახველ კადრებში ჩანს, დაშვების დროს თუ როგორ უზიანდება ვერტმფრენს კუდი, ამის შემდგომ კი ისევ მაღლა ფრინდება, საბოლოოდ კი შენობას ეჯახება და ცეცხლის ალში ეხვევა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სატრანსპორტო დეპარტამენტის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზებად პილოტის შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა ითვლება.

დაკავშირებული ამბები
დაღესტანში გასულ უქმეებზე კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა პუტინმა ფაშინიანს მიანიშნა, რომ ევროინტეგრაცია და ევრაზიული კავშირის წევრობა შეუთავსებელია
სხვა ამბები