მთავარიმსოფლიოNATO„რუსეთი დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად” - მარკ რუტე

„რუსეთი დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად” – მარკ რუტე

“ახლო მომავალში რუსეთი დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად ევროპასა და მსოფლიოში”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ბუქარესტში განაცხადა. რუმინეთში მარკ რუტეს პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი მასპინძლობს.
უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეზე და განაცხადა, რომ მოსკოვი და მისი პარტნიორები გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადებიან.

კრემლის პარტნიორებში მარკ რუტე ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს გულისხმობს, ვინც მისი თქმით, თავდაცვითი და ინდუსტრიული თანამშრომლობა უპრეცედენტოდ გაზარდა.

პასუხად ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო გაერთიანება აძლიერებს ძალისხმევას მომზადებული დახვდეს შესაძლო აგრესიას. ეს კი ევროპულ კონტინენტზე გაძლიერებული სამხედრო წარმოებასა და თავდაცვითი ხარჯების ზრდაში უკვე გამოისახა.

რუსეთი დიდი ხანი დარჩება მადესტაბილიზირებელი ძალა რეგიონსა და მსოფლიოში, აღნიშნავენ ნატოში. ნიკუშორ დანთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის გაძლიერებაზეც.

„საფრთხე, რომელსაც ვაწყდებით რეალური და ხანგრძლივია. რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდგე ამის ნათელი მაგალითია. საშიშროება, რომელიც რუსეთისგან მოდის ომის დამთავრებით არ დასრულდება. ახლო მომავალში რუსეთი დარჩება მადესტაბილიზირებელ ძალად ევროპასა და მსოფლიოში და ამაში ისინი მარტონი არ არიან.

მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში ის მუშაობს ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და სხვებთან. მათ გააძლიერეს თავდაცვით-ინდუსტრიული თანამშრომლობა უპრეცენდენტო დონემდე და ემზადებიან გრძელვადიანი კონფორტაციისთვის.

გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უკვე გავზარდეთ შეიარაღების წარმოება, მანამდე რუსეთი იმაზე მეტს აწარმოებდა, ვიდრე ნატოს ქვეყნები ერთად. მაგრამ ასე აღარაა, ალიანსის ფარგლებში ათობით ახალი საწარმო იხსნება, ფართოვდება უკვე არსებულები . იმაზე მეტს ვაკეთებსთ, ვიდრე ათწლეულების მანძილზე. ამ პროგრესს მეტი უნდა დავაშენოთ, სხვა მიმართულებებითაც – იქნება ეს საჰაერო თავდაცვა, თუ შეარებით დაბალბიუჯეტიანი დრონსაწინააღმდეგო სისტემები – რაოდენობა აქ საკვანძო ფაქტორია “, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა,მარკ რუტემ.

ისმოდა გამოხმაურება რუმინეთში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბრიგადის ნაწილის გაყვანის თაობაზეც, რომელიც 1700 დან 100-მდე შემცირდა.

„ამ ცვლილებების ფონზეც კი ევროპულ კონტინენტზე ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე გასულ წლებში“, – აღნიშნავს მარკ რუტე.

Associated Press-ის ინფორმაცია მათი რაოდენობა  80 000 დან 100 000 მდე მერყეობს. რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპის ფლანგი გააძლიერა და დამატებითი ძალები განათავსა  რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში.

„ნატოს ხელახალი ჩამოყალიბება, ინოვაცია,ტემპების აჩქარებათუ მხარდაჭერის ზრდა აქტუალურიბოლოდროინდელმაკონტექსტმა აქცია.

სამწუხაროდ,სწორედ ეს გვიბიძგებს ჩვენ სულ უფრო მეტი ვისაუბროთშეიარაღებაზე. ყველა საფრთხე და გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ,  უკრაინის ომითდაწყებული, კიბერ-მუქარებითა თუჰიბრიდული ომით დასრულებული გვახსენებს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება არასოდესააგარანტია.

სწორედ ამიტომ, შეიარაღება არა არჩევანი ,არამედ აუცილებლობაა. ეს  ნატოს,  რუმინეთის ან სხვა წევრი სახელმწიფოს არჩევანს არ წარმოადგენს, არამედ ეს არის საჭიროება“, – თქვა რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend