მთავარისაქართველო„მოგზაურობა ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში”

„მოგზაურობა ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში”

კვებითი აშლილობების პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ პრობლემას ბევრი საინტერესო კვლევა ეძღვნება. ინოვაციურ მეცნიერულ ნაშრომებს შორის, გამორჩეულია უახლესი კვლევა, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯში მიმდინარეობს.

სწორედ ამ კოლეჯის წარმომადგენელია ქართველი მეცნიერი, პროფესორი ქეთევან ჭანტურია. „ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველოსა” და კომპანია „სილქნეტის” შემეცნებითი შეხვედრების ფარგლებში, ასევე ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მოწვევით, ქეთევან ჭანტურიამ წაიკითხა ლექცია „მოგზაურობა ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში“, რომელიც კვებითი აშლილობის სამეცნიერო ასპექტებს ეძღვნებოდა. ღონისძიებას Silk Hospitality მასპინძლობდა.

პროფესორი ქეთევან ჭანტურია პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს. 2021 წელს მას ბრიტანეთის ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ მიანიჭა უმაღლესი ჯილდო – „კლინიკურ პრაქტიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის“. 2023 წელს ის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა, 2024 წელს კი კვებითი აშლილობის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. 2025 წელს პროფესორი ჭანტურია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა – მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend