მთავარისაქართველოგაეროს ახალი ანგარიში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

გაეროს ახალი ანგარიში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალური გეგმები ძალიან უმნიშვნელოდ, თუმცა გლობალურ დათბობაზე უარყოფითად იმოქმედებს, რაც ძირითადად გამოწვეულია საწვავის, გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მოხშირებული წვით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების პარიზის შეთანხმებიდან გასვლა ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის დიდ ნაწილს ანეიტრალებს. კლიმატის ცვლილების უახლესი გეგმები გლობალურ დათბობას დაახლოებით სამი მეათედი ცელსიუსით ამცირებს.

დღევანდელი ტენდენციით პლანეტის საშუალო ტემპერატურა 2.3-დან 2.5 გრადუს ცელსიუსამდე ზრდის გზაზეა. თუმცა, გარემოსდამცველთა და მეცნიერთა თქმით, ტემპერატურის მინიმუმ 1.7 გრადუს ცელსიუსამდე ზრდას 21-ე საუკუნეში ვერანაირი რეგულაციები ვერ შეაჩერებს.

„წლევანდელი ანგარიში ემისიების ხარვეზის შესახებ მეტყველებს იმაზე, რომ დიახ, შესაძლოა, გადაჭარბება დავინახოთ, მაგრამ ეს გადაჭარბება ხანმოკლე და მცირე უნდა იყოს. ჩვენ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ეს ხარვეზი უამრავ ქვეყანას ეხება. სწორედ ამიტომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მასზე. თემები დაიტბორება. ხანძრები მძვინვარებს. იქნება გვალვები. ტროპიკული შტორმები უფრო ინტენსიური და ხშირი გახდება. მსოფლიოს ზოგიერთი დიდი ქალაქი წყლის დეფიციტს განიცდის. ეს არის რეალობა ახლა. თუმცა ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ პროგრესს”, – ამბობს ინგერ ანდერსენი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend