ევროკავშირმა სომხეთს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარქისიანმა ერევანში უმასპინძლა ევროკომისიის წარმომადგენელს, მიგრაციისა და საშინაო საქმეების ვიცე-გენერალურ დირექტორ იოჰანეს ლუხნერს.
არპინე სარქისიანის თქმით, წარმოდგენილი გეგმა იქნება „ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერების საკვანძო ეტაპი“ სომხეთსა და ევროკავშირს შორის.
თავის მხრივ, ერევანში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც სომხეთი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
ბრიუსელმა და ერევანმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები 2024 წლის სექტემბერში დაიწყეს.
მიმდინარე წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.


