კატეგორიები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება საკანონმდებლო ცვლილებებზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება საკანონმდებლო ცვლილებებზე
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ “ქართული ოცნების” მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებები არის საერთო სურათისა და იმ დიქტატორული კანონების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც “ქართული ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს.

მათი განცხადებით, ამ ცვლილებების მიზანი არა საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯა და მოქალაქეების დაშინებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” უწყვეტ პროტესტს საფრთხედ აღიქვამს და კანომდებლობის სწრაფი და მრავალმხრივი გამკაცრება აქციების ჩახშობას ემსახურება. მათივე თქმით, ორი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 148 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, 66 პირი წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო 54 პირს უკვე მისჯილი აქვს სასჯელი, გარდა ამისა, ათასობით ადამიანს დაეკისრა 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები