კატეგორიები

მარნეულის სასადილოებიდან აღებული ფარშის ნიმუშებში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულის სასადილოებიდან აღებული ფარშის ნიმუშებში ვირის დნმ გამოვლინდა
მარნეულში, კვების ობიექტებიდან აღებულ სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოავლინეს – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყება იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც სააგენტოს ინსპექტორებმა დარღვევა დააფიქსირეს.

“ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო),

მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;

ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო),

მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები