მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა. ელენე ხოშტარია კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე მიწერილი წარწერის გამო იმყოფება პატიმრობაში.
პროკურატურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
ხოშტარია კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით 15 სექტემბერს დააკავეს. ის უარს აცხადებს როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე პროცესში მონაწილეობაზე, შესაბამისად, არც სასამართლოს სხდომებს ესწრება და უარს ამბობს ადვოკატის ყოლაზეც.
ელენე ხოშტარიას შემდეგი სასამართლო სხდომა 17 ნოემბერსაა დანიშნული.


